1 მილიონი ბათუმის სტადიონზე რეკლამისთვის 

08 ივნისი 2021, 20:25 2883 ნახვა

ბათუმის სტადიონის სარეკლამო მიზნით სარგებლობაში გაცემის თაობაზე აუქციონი გამოცხადდა. დაინტერესებულმა მხარემ ერთ წელიწადში მილიონი ლარი, მხოლოდ სახელის დარქმევაში და რამდენიმე პრივილეგიაში უნდა გადაიხადოს. გასხვისება პირველ ეტაპზე 5 წლით იგეგმება.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიას წინადადებების მიღება დაწყებული აქვს და აუქციონი 26 ივლისს დასრულდება.

პროექტით მმართველს მოედნით სარგებლობის და ან მაგალითად კონცერტების ჩატარების უფლება არ ექნება.

ბათუმის ახალი სტადიონის დირექტორის ინფორმაციით, არენის მოვლა დიდ ხარჯებს უკავშირდება გამოცხადებული აუქციონით კი დაინტერესება უკვე მაღალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი