ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბათუმში დღეიდან დაიწყო. აცრის გაკეთებამდე სავალდებულოა წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში 500 აცრა გაკეთდება, ქვეყნის მასშტაბით კი 3 000 ჯავშანია. ტურიზმის სექტორში დასაქმებულებისთვის იმუნიზაციის კაბინეტი თამარის დასახლების პოლიკლინიკაში მუშაობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ივლის - აგვისტოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება, იგეგმება რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში დიდი სივრცეების - პავილიონების მოწყობა იმუნიზაციისთვის, სადაც ონლაინ რეგისტრაციასთან ერთად ე.წ. ცოცხალი რიგის სისტემაც იმოქმედებს. ამ პერიოდისთვის ვაქცინის 3 მილიონამდე დოზას ელოდებიან.