"ფაიზერთან" მუშაობა გრძელდება, დეტალები გაუთქმელობის ხელშეკრულების ნაწილია - თამარ გაბუნია

08 ივნისი 2021, 12:34 1231 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, "ფაიზერთან" მუშაობის პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს და მოკლე ხანში ცნობილი გახდება მოწოდების ზუსტი ვადები .

თამარ გაბუნიას განმარტებით, დეტალები არის გაუთქმელობის ხელშეკრულების ნაწილი და ჯერ-ჯერობით მასზე საუბრის შესაძლებლობა არ აქვთ.

მისივე განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის და ეს ასე დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ რა ვაქცინას მიიღებს ქვეყანა.

"შეზღუდვა შეეხება მხოლოდ "ასტრა ზენეკას", რომელიც 45 წელს ზემოთაა რეკომენდირებული და ეს ასე დარჩება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან დამატებითი მტკიცებულებების მოწოდებამდე"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი