თაფლის წარმოება ქედაში

07 ივნისი 2021, 19:57 1518 ნახვა

ქართველი მეფუტკრეები ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე არიან ორიენტირებული, თუმცა მაღალხარისხიანი პროდუქტით სხვადასხვა ქვეყანაშიც უნდათ თავის დამკვიდრება. ქართული ფუტკრის უნიკალური თვისებების მიუხედავად, თაფლის მოსავლიანობა საქართველოში დაბალია, რის ერთ-ერთ მიზეზად გარემოს დაბინძურება და მწირი საკვები ბაზა სახელდება. თუმცა ეს ყველაფერი ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა რეზო თურმანიძისთვის, რომელიც მეფუტკრეობას 30 წელია მისდევს. პრობლემა პანდემია, ჩაკეტილი საზღვარი და ტურისტთა სიმცირე იყო, რადგან პროდუქტის ძირითადი  შემსყიდველები უცხოელები იყვნენ. სახმელეთო საზღვარი ახლა ღიაა, თუმცა ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაშიც ფერმერი არანაკლებ პერსპექტივას ხედავს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი