ვითარება ნინოწმინდის პანსიონში

07 ივნისი 2021, 19:53 1025 ნახვა

ნინოწმინდის პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი თავშესაფრიდან უკვე გაყვანილია, მათ შორის შშმ პირები.  პანსიონის 6 აღსაზრდელს, რომლებიც ალტერნატიულ ზრუნვაში საკუთარი   სურვილით გადავიდნენ,  ომბუდსმენი შეხვდა.ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს  , რომ არასრულწლოვნებმა დეტალურად  გაიხსენეს ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. მისივე  თქმით, ბავშვებთან გასაუბრებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, პანსიონში მცხოვრებმა ყველა არასრულწლოვანმა უნდა დატოვოს ეს ადგილი და სახელმწიფომ  მათ ღირსეული, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემო  უნდა შეუქმნას, ოჯახებსა თუ სახელმწიფო ზრუნვის ოჯახური ტიპის დაწესებულებებში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი