ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერს იმპიჩმენტი გამოუცხადეს

07 ივნისი 2021, 16:23 5230 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი გადააყენეს. ალექსანდრე მითაიშვილის იმპიჩმენტს მხარი წარმომადგენლობითი საბჭოს უმრავლესობამ დაუჭირა. ამბობენ, რომ გადაწყვეტილება იმ გადაცდომების გამო მიიღეს, რომელიც აუდიტმა დაადგინა და დასკვნაში დაწერა.

საბჭოს წევრების განმარტებით კანცლერს ასევე უმაღლესი სასწავლებლის კოლექტივთან კომუნიკაციის პრობლემაც ჰქონდა. 

ალექსანდრე მითაიშვილს უფლებამოსილება დღეს, 7 ივნისს შეუჩერდა. 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ აუდიტის დასკვნას საგამოძიებო ორგანოებსაც გადაუგზავნიან. 

პირველ ივნისს აჭარის მაუწყებლის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაძლო კორუფციას ეხებოდა. ​ბსუ-ს კანცლერს შიდა აუდიტის დასკვნის შესაბამისად პანდემიის პერიოდში ორ ტონამდე საწვავი აქვს დახარჯული, ამასთან კონკრეტულ ავტომობილზე, რომლითაც ალექსანდრე მითაიშვილი სარგებლობდა სარემონტო სამუშაოებისთვის დახარჯულია თვითღირებულების ოდენობა. საუბარია 19 ათას ლარამდე თანხაზე, მაშინ, როცა უნივერსიტეტმა პანდემიის გამო საგანმანათლებლო პროექტები შეაჩერა. მეტიც, სტიპენდიებიც არ გაუცია.

ალექსანდრე მითაიშვილი კანცლერად 2019 წლის 21 ივნისს, 9 ხმით აირჩიეს. 

 

ფოტო: ალექსანდრე მითაიშვილის ფეისბუქ გვერდიდან

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი