,,აღმაშენებლის წრიულთან'' მოძრაობა კიდევ ორი თვით შეიზღუდა 

07 ივნისი 2021, 11:52 3329 ნახვა

ბათუმში ,,აღმაშენებლის წრიულთან'' გზის ნაწილი ისევ გადაკეტეს.  სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა შეზღუდული იქნება. 

,,აღმაშენებლის წრიულის'' მიმდებარე ტერიტორია, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მონაკვეთია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, იცვლება მუნიციპალური ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის სქემაც. 

''ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ნაწილობრივ დაიკეტა აღმაშენებლის და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში  ასრებული წრიული. აბუსერიძის ქუჩიდან აეროპორტის გზატკეცილის მიმართულებით გზა გახსნილია და მოძრაობა შეუფერხებლად შეიძლება. გადაადგილება შეზღუდულია კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების მიმართულებით. 

სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები, რომლებიც აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობდნენ შეეცვალათ მარშრუტი და გადაადგილდებიან ბაგრატიონის, შარტავას და აღმაშენებლის ქუჩების გავლით. ასევე შეცვლილი სქემით იმოძრავებენ სარფიდან მომავალი ტრანსპორტიც. ავტობუსები ამ შემთხვევაში ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩის გავლით გადავლენ აბუსერიძის ქუჩაზე'' - აცხადებენ მერიაში.

ცვლილებები განხორციელდა შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: №1; №1ა;№2; №4; №7; №7ა; № 12; №12ა; №16. ახალი სამარშრუტო სქემა იხილეთ ბმულზე: https://www.batauto.ge/გრაფიკები. არსებული ცვლილებები იმოქმედებს საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე 2 თვის განმავლობაში.

კითხვაზე რატომ გადაიკეტა ქუჩები ტურისტული სეზონის წინ, მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოები გრაფიკით იყო დაგეგმილი. ქალაქში  წყალარინების კოლექტორის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება

მოქალაქეები ამბობენ, რომ ტურისტული სეზონის წინ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მონაკვეთის გადაკეტვა დისკომფორტს უქმნით, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად მძღოლებს ორჯერ მეტი დრო სჭირდებათ. 

''ძალიან რთული ვითარებაა, საცობებია. გარდა ამისა მანქანა, რომ მოვაბრუნო და სხვა მიმართულებით წავიდე ან ბაგრატიონის კვეთამდე უნდა ჩავიდე ან კიდევ ბავშვთა საავადმყოფომდე. ტურისტული სეზონი მოდის და ქალაქში ქუჩების დიდი ნაწილი ისევ გადათხრილი და ჩაკეტილია'' - ამბობს მოქალაქე. 

რატომ შემოიღობა ტერიტორია ბოლო რამდნიმე თვეში ორჯერ ხანგრძლივი პერიოდით და რატომ ტურისტულ სეზონზე? ამ კითხვაზე პასუხს მერიისგან ველოდებით.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი