აჭარაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოში მკურნალობს 328 პაციენტი, მძიმეა 89 მათგანის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 10 პირი.
ბოლო მონაცემებით, კლინიკურ საავადმყოფოებში მოთავსებულია 220 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 2 210.