რუსეთში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მოკლა

05 ივნისი 2021, 18:15 2381 ნახვა

რუსეთში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მოკლა. შემთხვევა 28 მაისს ნოვოსიბირსკში მოხდა, როცა საქართველოს მოქალაქე, თანმხლებ პირებთან ერთად, მანქანით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. პოლიციამ ავტომობილი გააჩერა, რა დროსაც მანქანაში მყოფი პირები გაქცევას შეეცადნენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლიციელმა წინააღმდეგობის გაწევისას საქართველოს მოქალაქეს ვაკილ აბდულაევს ესროლა. 19 წლის ახალგაზრდა თავში დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციელის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით  გაუფრთხილებლობითა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი