პროტესტის 33-ე დღე ფქვილის საწარმოში

05 ივნისი 2021, 18:20 1160 ნახვა

ოზურგეთში ფქვილის მწარმოებელი შპს "გურია ექსპრესის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. გაფიცულებს სოლიდარობა სხვადასხვა პროფესიულმა გაერთიანებამ გამოუცხადა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და აღნიშნული საქმით დაინტერესებას სთხოვენ.

შპს "გურია ექსპრესმა" კი მოლაპარაკებები შეწყვიტა. კომპანიამ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გაფიცვის უკანონოდ ცნობა. თანამშრომლები უკვე 33 დღეა დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი