''გლობალური მეწარმეობის კვირეული''

14 ნოემბერი 2016, 00:00 3218 ნახვა

ჩვენ უნდა ვისწავლოთ, სოლიდარობა გამოვიჩინოთ ინოვატორული იდეებისადმი, რათა ქვეყანა წინ წავიყვანოთ და თან ძალიან ჩქარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოპარკში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც მან და აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გახსნეს. პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ ფეხი აუწყოს ყველაზე თანამედროვე იდეების დინამიკას, რადგან ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვისა და ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნისთვის. პრემიერის განცხადებით, დღეს უკვე საქართველოში, სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი პროექტებით დაფინანსებულია ათობით "სტარტაპ ბიზნესი". 

ამავე კატეგორიაში