პანსიონში არსებულ ვითარებას რეგულირების სააგენტო სწავლობს

04 ივნისი 2021, 17:56 939 ნახვა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან მოზარდების გაყვანის პროცესი დაიწყო. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ექვსმა არასრულწლოვანმა დატოვა, რამდენიმე  ბავშვის გადაყვანაზე კი მუშაობა მიმდინარეობს. სად გადაიყვანეს ისინი მინდობით აღზრდაში თუ საკუთარ ოჯახებში, ჯერ უცნობია.

სააგენტოს ინფორმაციით, მათ უკვე უზრუნველყვეს  მოზარდების  ზრუნვის ფორმაში გადაყვანა.დილიდან უკვე ცნობილი იყო, რომ იდენტიფიცირებული იყვნენ მოზარდები, რომლებმაც მოითხოვეს ბავშვთა სახლის დატოვება საკუთარი სურვილით. მიმდინარეობს სხვა ბენეფიციარების  შეფასების პროცესიც.

ნინოწმინდის პანსიონში არსებული ვითარების  შესახებ ინფორმაცია ბოლოს ათი დღის წინ მიიღეს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი