"სანამ არ ვიხსნით ბავშვებს ტყვეობიდან, არ უნდა გავჩერდეთ" - 6 საათზე პროკურატურასთან აქცია დაანონსდა. ორგანიზატორები ითხოვენ დაიხუროს ნინოწმინდის და მსგავსი ტიპის ბავშვთა სახლები, ასევე მიეცეს სახალხო დამცველს მონიტორინგის უფლება.
რამდენიმე წუთის წინ „ტოკ ტივიმ“ ვიდეო-მასალა გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ პანსიონატში მეუფე სპირიდონი იმყოფება. ეს საკითხი ერთერთი მთავარი თემა იყო ევროსაბჭოს დელეგაციასთან ოპოზიციის შეხვედრისას.
დეპუტატები ამბობენ, რომ ამ საკითხს სენატორებთან აუდიანციაზეც დააყენებენ. „სახელმწიფო სახელმწიფოში“ - ასე აფასებენ საპატრიარქოს ქმედებას ოპოზიციაში.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარლამენტი ჩაერთო პროცესში, ბავშვთა უფლებებს კონსტიტუცია იცავს, სიმართლე კი მალე გაირკვევა.