აღმაშენებლის ქუჩაზე გაზის მილი დაზიანდა - რამდენიმე წუთის განმავლობაში ბუნებრივი აირი ჰაერში იფრქვეოდა

03 ივნისი 2021, 11:22 1557 ნახვა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, გაზის მილი დაზიანდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ბუნებრივი აირი ჰაერში იფრქვეოდა, ტერიტორიზე  გაზის მძაფრი სუნი იყო. 

აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და მილი, სავარაუდოდ, მძიმე ტექნიკამ დააზიანა. 

შემთხვევის ადგილას პოლიცია და ''სოკარის'' წარმომადგენლები მივიდნენ. 

კომპანიის განმარტებით, აღნიშნული ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ 450 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, 

''სოკარ ჯორჯია-გაზში'' აცხადებენ, რომ დაზიანების ადგილას სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც გაზის მილს შეაკეთებენ. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი