ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი. კლინიკა დატოვა 32-მა პირმა.
რეგიონის კოვიდ მიმღებ ცენტრებში კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 13 პაციენტი.
კლინიკაში მკურნალობს 317 მოქალაქე, კოვიდ სასტუმროში 242, ხოლო ონლაინ კლინიკაში 480.