გომის მთაზე ასვლის საშუალება მსურველებს მხოლოდ შაბათ-კვირას ექნებათ. კურორტის მიმართულებით საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც 15 ივნისიდან საავტომობილო მოძრაობა ჩაიკეტება. გომის მთაზე მისასვლელად ალტერნატიული გზა შუახევიდან მიდის, თუმცა შემოვლითი გზა ასევე დაზიანებულია. გომის მთის მიმართულებით საგზაო სამუშაოებს საქართველოს სავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს.