ლარის გაუფასურების მიზეზებად გიორგი კვირიკაშვილმა იმპორტის ზრდა და ექსპორტის შემცირება დაასახელა. პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ პროცესი დარეგულირდება და მომდევნო თვეებში ეროვნული ვალუტა გამყარებას დაიწყებს. ლარის დასტაბილურრების მიზნით მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახალი რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს.