ყოფილი ლექტორი საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ

02 ივნისი 2021, 14:54 3117 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის საქმის განხილვა დაიწყო.   პროფესორი ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გასულ წელს დისციპლინური გადაცდომის ბრალდებით გაათავისუფლეს. მას შემდეგ პროფესორმა არა ერთი აქცია გამართა.  ის სამსახურში აღდგენას, განაცდურის მიღებას და იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც აკადემიიდან გაუშვეს.

საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორი სასწავლებლის ხელმძღვანელ პირებს უსამართლო დევნასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.  მის ინტერესებს სასამართლოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' იურისტი იცავს. 

მოსარჩელე  ამბობს, რომ მტკიცებულებების ნაწილი უნივერსიტეტიდან ვერ მოიპოვეს, საქმეში არსებული მასალებით კი ანანიძის დისციპლინური პასუხისმგებლობით გათავისუფლების საფუძვლები არ არსებობს.  აკადემიის   იურისტის განმარტებით, ვაჟა ანანიძეს მის მიმართ საქმის წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდეს.  მათივე განმარტებით, ყოფილი ლექტორის ბრალდებები ადმინისტრაციის მისამართით დაუსაბუთებელია. სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს განხილვა 17 ივლისს გაგრძელდება.

საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებმა პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარზე უარი თქვეს.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი