დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში ლაბორატორიულად აფრიკული შტამი დადასტურდა.
"გიდასტურებთ, რომ ე.წ სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ის დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს, დუბაიში მოგზაურობის ისტორიით. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე სრულად განკურნებულია და არანაირი პრობლემა არ აქვს" -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, სრულადაა გამოკვლეულია მისი ოჯახის კონტაქტები, ისინი უარყოფითი არიან, მათი იზოლირება მოხდა დროულად.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს შტამი განსაკუთრებით გავრცელებულია აფრიკულ ქვეყნებში, მაგრამ არის აშშ-შიც, ის თითქმის ერთნაირად აზიანებს ბავშვებს და მოზარდებს, ასევე მეტი სიმწვავით ხასიათდება.