ჩინეთმა და რუსეთმა სამხედრო ალიანსი შექმნეს - გერმანელი პოლიტოლოგი

31 მაისი 2021, 17:09 233 ნახვა

გერმანული მედია რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო ალიანსის შესახებ წერს, რომლის მიზანი მსოფლიო არენიდან აშშ-ის  განდევნაა.  გერმანელი პოლიტოლოგის იოჰიმ კრაუზეს აზრით,  ჩინეთში რუსეთის უახლესი ტიპის იარაღის რეგულარული მიწოდება და ჩინეთსა და რუსეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმაზე მეტყველებს, რომ  ორი ქვეყნის ალიანსი უკვე რეალობაა. 

კრაუზეს განცხადებით, რუსეთმა  პეკინს უკვე მიაწოდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ეს-400 და სუ-35 ტიპის ავიაგამანადგურებლები, ასევე მონაწილეობს რაკეტსაწინაამდეგო თავდაცვის ჩინური სისტემების შექმნაში.  კრაუზეს განცხადებით,  მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აპრილში უკრაინის საზღვართან სამხედროთა რაოდენობა გაზარდა, პეკინმა ტაივანზე ზეწოლა გააძლიერა.

გერმანელი პოლიტოლოგის აზრით,  ეს რუსეთისთვის საჭიროების შემთხევაში სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენის მზაობის შესახებ სიგნალი იყო.

რუსულ-ჩინური სამხედრო ალიანსის შექმნა მოსკოვისა და პეკინის საერთო მიზნებით არის მოტივირებული. აშშ-ში თავის მოწინააღმდეგეს ხედავს ორივე ქვეყანა, რომელიც სამხედრო ალიანსების ქსელს ქმნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში