სასტუმროებში შაბათ-კვირას პრაქტიკულად ადგილს ვერ ნახავთ - ნათია თურნავა

31 მაისი 2021, 15:43 1037 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, განთავსების ობიექტებზე დატვირთვა გაიზარდა და სასტუმროებში შაბათ-კვირას პრაქტიკულად ადგილს ვერ ნახავთ. 

ნათია თურნავას თქმით, ვიზიტორები უსაფრთხო ქვეყნებს ეძებენ, საქართველო კი რეგიონში ამ კუთხით გამორჩეულია. 

​''შეზღუდვების მოხსნა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, შესრულდება ზუსტად ისე, როგორც საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა. ხვალიდან სახმელეთო საზღვრებზე  მიმოსვლა თავისუფალი იქნება. რა თქმა უნდა უსაფრთხოების წესების დაცვით, ეს არის ვაქცინაციის ცნობა, ასევე ნეგატიური პისიარ ტესტის პასუხიც თან უნდა ჰქონდეთ. რაც ჩემი აზრით ეს საერთაშორისო ვიზიტორებს არ შეაფერხებს. 

სასიხარულოა და თქვენც შეიძლება ატყობთ რამდენად გაიზარდა დატვირთა განთავსების ობიექტების, მცირე თუ დიდი სასტუმროების. პრაქტიკულად შაბათ-კვირას ადგილს ვერ ნახავთ. ჩათვალეთ, რომ  არადასვენების დღეებშიც იგივე  დინამიკა იქნება. სწრაფად უნდა  ამოქაჩონ წინა ჩავარდნა და შეფერხება ამ ობიექტებმა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გაიცნო მსოფლიომ, ახლა როგორც სტუმართმოყვარე და უსაფრთხო ქვეყანა. დღეს საერთაშორისო ვიზიტორი ასეთ უსაფრთხო ადგილებს ეძებს და ჩვენ ამით გამორჩეული ვართ რეგიონში. ვაქცინაციის ტემპიც საკმარისია და პროტოკოლების შესრულების დონეც არის მაღალი. ველოდებით, რომ ტურიზმის აღდგენა საკმაოდ  მაღალ დონეზე იქნება'' - განაცხადა ნათია თურნავამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი