თუ შემომსვლელ ტურისტს კოვიდი დაუდასტურდება, ანაზღაურების საკითხი მიბმული იქნება სადაზღვევო კომპანიაზე, რომელიც მას უნდა ჰქონდეს - ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2021, 14:50 882 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, თუ შემოსულ ტურისტს დაუდასტურდება კოვიდი, ყველა ტურისტული კომპანია პარტნიორებს აფრთხილებს, რომ ისინი უნდა იყვნენ დაზღვეული, სადაც დაზღვევის ბარათში იქნება სწორედ კოვიდ დაზღვევის კომპონენტიც. შესაბამისმა დაზღვევამ უნდა აანაზღაუროს ეს მკურნალობა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულის შესახებ წარდგენილი აქვს ცვლილებები გარკვეულ დადგენილებებში, რომლებიც დროულად იქნება მიღებული.

"თუ შემომსვლელ ვიზიტორს კოვიდი დაუდასტურდა ხდება მისი იზოლირება, ამის პროტოკოლი არსებობს. თუ საშუალება აქვს თვითიზოლირების ან შესაბამისად კოვიდ სასტუმროებში გადაყვანა, გააჩნია კლინიკურ სურათს. თუ მას სჭირდება სტაციონალი ის გადავა სტაციონალში თუ არა და გააგრძელებს მკურნალობას და მეთვალყურეობას კოვიდ სასტუმროში.

ანაზღაურების საკითხი მიბმული იქნება იმ სადაზღვევო კომპანიაზე, რომლითაც აღჭურვილი უნდა იყოს თითოეული ტურისტი, როცა ის შემოდის საქართველში"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზღვრების გახსნა ინფიცირების შემთხვევების გაზრდის მომატებული რისკია, ამიტომაცაა საჭირო რეკომენდაციების დაცვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი