ბელარუსი რუსეთისგან 500 მილიონი დოლარის კრედიტს მიიღებს

30 მაისი 2021, 15:05 740 ნახვა

ბელარუსი რუსეთისგან 500 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტს მიიღებს. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა განაცხადა.

დიმიტრი პეკსოვის თქმით სოჭში შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკშენკომ  ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქის, სოფია საპეგას საკითხიც განიხილეს. საპეგა 23 მაისს ჟურნალისტ რომან პროტასევიჩთან ერთად დააკავეს.

პესკოვის განცხადებით, საპეგას ბელარუსის ბინადრობის უფლება გააჩნია.პუტინმა და  ლუკაშენკომ  სოჭში მოლაპარაკებები არაფორმალურ გარემოში, იახტაზე გააგრძელეს. პრეზიდენტებმა საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების საკითხებზეც იმსჯელეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი