აშშ 9 ბელარუსულ სახელმწიფო კომპანიას სანქციებს ხელახლა უწესებს და ქვეყანასთან საჰაერო მომსახურების ხელშეკრულებას აჩერებს- ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება ბელარუსის მიერ ათენი-ვილნიუსის რეისის მიმართულების იძულებით შეცვლისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის საპასუხოდ მიიღეს, რასაც, შეერთებული შტატები „საერთაშორისო ნორმების შეურაცხყოფად აფასებს“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია, ხოლო აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ამერიკულ გადამზიდავებს ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისას უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდა.