აჭარაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 128 პაციენტი, კლინიკა დატოვა 45-მა.
ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობს 365 პაციენტი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 16.
ბოლო მონაცემებით, კოვიდ სასტუმროებშია 266 პირი, ონლაინ კლინიკაში - 493.