 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            11 წლიანი პაუზის შემდეგ საკალათბურთო კლუბი "რუსთავი" საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონი გახდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა "რუსთავმა" ფინალურ სერიაში ცხუმ-აფხაზეთის დიდი უპირატესობით სერია 3:0 მოუგო და ისტორიაში მეექვსედ საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა.
ფინალური სერიის მესამე მატჩამდე ქვემო ქართლელები კომფორტული უპირატესობით 2:0ს იგებდნენ. მესამე დაპირისპირება თბილისში გაიმართა და "რუსთავმა" 94:88 გაიმარჯვა.
გადამწყვეტ მატჩში "რუსთავიდან" 30 ქულით მალიკ უაითი გამოირჩა. მაიკლ დევისმა 21 ქულა, 13 მოხსნა და 6 გადაცემა მიითვალა .
"ცხუმ-აფხაზეთში" კი ბათუმელ ალექსანდრე ფევაძეს 22 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            