''დინამო'' ბათუმი ზედიზედ მეშვიდედ ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

27 მაისი 2021, 19:23 1799 ნახვა

ქვიშის ფეხბურთში საქართველოს 2020 წლის ჩემპიონი "დინამო" ბათუმი გახდა. ბათუმელებმა საქართველოს ჩემპიონობა ზედიზედ მეშვიდედ იზეიმეს.

ფინალურ დაპირისპირებაში "დინამო" "თელავს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 7-1 დაამარცხა.

შავიზღვისპირელებმა ჩემპიონობის გზაზე "გალიკანტე" ,"’ბათუმის საზღვაო აკადემია" და "საქართველოს უნივერსიტეტი" დაამარცხეს.

ტურნირის ორგანიზატორებმა სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები დაასახელეს. ტურნირის საუკეთესო მეკარე "თელავის" კარის დარაჯი ზურა ბორჩაშვილი გახდა. საუკეთესო გოლის ავტორად ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი ზურა შამილაძე დასახელდა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კი ბათუმის "დინამოს" ლიდერმა გოჩა მახარაძემ მიიღო.

 

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში