ფაშინიანი გატაცებული ჯარისკაცების გათავისუფლებას მოითხოვს

27 მაისი 2021, 18:40 982 ნახვა

ნიკოლ ფაშინიანის  განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის ტერიტორიიდან ექვსი ჯარისკაცი  გაიტაცა. ისინი სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე ატარებდნენ სამთო სამუშაოებს, გამაფთრხილებელი ნიშნების დაყენებით, რაც საზღვრის დაცვის დონის ამაღლებისკენ იყო მიმართული-ამბობს ფაშინიანი.  მისი აზრით,  მეტოქის მიზანი სომხეთის ტერიტორიაზე მისი შეიარაღებული ძალების განთავსების გამართლება და პროვოკაციების გზით სიტუაციის კონტროლიდან გამოყვანაა. მანამდე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის გადასვლის მცდელობისას 6 სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანეს, რასაც ერევანი პროვოკაციად აფასებს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი