მინისტრის საათის ფორმატში უმაღლეს საბჭოში უწყების საქმიანობის ანგარიში აჭარის განათლების მინისტრმა წარადგინა. მაია ხაჯიშვილმა ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებულ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. როგორც აღნიშნა, პანდემიამ განსაკუთრებით კულტურის სფერო დააზარალა, თუმცა პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეჩერებულა.
მოხსენება სკოლამდელ დაწესებულებებთან დაკავშირებული პროგრამებით დაიწყო და თქვა, რომ შემუშავდა სპეციალური მეთოდოლოგია და მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადება.
მინისტრის ინფორმაციით, გრძელდება სკოლების მშენებლობის პროცესი, ახსენა განათლებისა და მეცნიერების ქალაქი, სადაც საგანმანათლებლო კორპუსები განთავსდება, რომლებიც მაია ხაჯიშვილის განცხადებით, სექტემბერში მოსწავლეებს მიიღებს. განაცხადა, რომ ქედასა და ხულოში პროფესიული სასწავლებლები გაიხსნება. უცხოეთში სტაჟირების პროგრამები კი გაგრძელდება.
მაია ხაჯიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაც უწყების პრიორიტეტია.