საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი 2021, 10:55 628 ნახვა

26 მაისს, თბილისის დროით 24 საათზე საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქ ვროცლავის სტადიონი და შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. პოლონეთმა, პირველმა მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

ქართული დროშის ფერებითა და ეროვნული სიმბოლიკით განათდა წმინდა პავლეს ქალაქის მთავარ გამზირზე, „ავენიდა პაულისტაზე“ მდებარე განთქმული ცათამბჯენის შენობა. საქართველოს დროშის ფერებში განათდა ვილნიუსში ქალაქის სამი ისტორიული ხიდი, ხოლო ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა და ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანი.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აღსანიშნავად, 21 მაისიდან 30 მაისამდე ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობა განათებული იქნება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში.

მადრიდის მთავრ მოედანზე - „პლაზა მაიორზე ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული ცეკვის აკადემია ჯორჯიას წარმოდგენა გაიმართა.

კანადაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტორონტოს მერიამ პირველად საქართველოს დროშა აღმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, ავსტრალიის ეროვნული კარილიონი საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ქ. ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი. 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პატივსაცემად უკრაინაში, საქართველოს დროშის ფერებით განათდა ქალაქ კიევის მერია. საქართველსო დროშის ფერებში განათდა ნიაგარას ჩანჩქერი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი