ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე

26 მაისი 2021, 11:55 1055 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა დღეს 82 წლის გახდებოდა. მისი და ზვიად გამსახურდიას თაოსნობით დაიწყო 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც მთელი ქართველი ერი შეუერთდა, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.

მერაბ კოსტავამ დიდი  წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული და გადასახლებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში