საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისი 2021, 09:31 2065 ნახვა

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართება. საზეიმო ვითარებაში საბრძოლო მომზადების ცენტრის 247 რეკრუტი სამხედრო ფიცს დადებს და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრი გახდება.

ღონისძიების ორგანიზატორის, თათა სვანიძის ინფორმაციით, ღონისძიებები პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

ღონისძიება 11:00 საათზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ღონისძიებაზე წელს გადაიფრენენ სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც საქართველოს დროშის ფერებში ბოლს გაუშვებენ.

14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიება გაიმართება, რომელიც სამხედრო წესით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში. 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა“, - განაცხადა თათა სვანიძემ.

ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი