"ტაში ქართულ ჯარს"– "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივა

25 მაისი 2021, 17:58 1368 ნახვა

"ტაში ქართულ ჯარს"- ასე ჰქვია აქციას, რომელიც დღეს, 26 მაისს 00:01 წუთზე მთელ საქართველოში გაიმართება.

ინიციატივა პარტია "ქართულ ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას ეკუთვნის.

პარტიაში აცხადებენ, რომ ინიციატივა 26 მაისის აღნიშვნას და თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს უკავშირდება.

"ჩვენ გმირ სამხედროებს ამ ინიციატივით მადლობას ვეუბნებით იმ გმირობისთვის რასაც ისინი ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ. ინიციატივა ორი ძირითადი ელემენტისგან შედგება, პირველი, დღეს მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ აივნებიდან და ფანჯრებიდან, 1 წუთის განმავლობაში ტაშის დაკვრით მადლობა გადავუხადოთ ქართველ სამხედროებს. 

მეორე ღონისძიება იქნება ხვალ, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების პარალელურად. "ერთიანობის დერეფანი", ვეტერანებს, წვევამდელებს და ჯარისკაცებს მადლობის  კორიდორს მოვუწყობთ მადლობის ნიშნად. გვინდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდეს, როგორც თბილისში, ასევე რეგიოენბში.

მოვუწოდებთ ყველას დღეს ღამის 24:00 საათზე სადაც არ უნდა იყვნენ ტაშით მადლობა გადაუხადონ ქართულ ჯარს"-განაცხადა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი