''რიონის ხეობის მცველი'' და თბილისში მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ არ აპირებენ 26 მაისის ღონისძიებას ხელი შეუშალონ.
''რაც შეეხება 26 მაისს და თითქოს იმას, რომ ღონისძიების ჩაშლას ვაპირებთ. რა თქმა უნდა არავინ გეგმავს რომ გადავინაცვლებთ და ხელს შევუშლით. ეს არ იყო ნაგულისხმევი ჩემს სიტყვებში, რასაც მოჰყვა დიდი სპეკულაცია.
აქ საუბარია იამზე, რომ როდესაც ხელისუფლება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს თმობს, ვის სასარგებლოდ ეს ჯერ კიდევ გაუგებარია, არ ითვალისწინებს სახალხო ნებას. გაუგებარია რატომ უნდა მივიდეს ამ ჩინოვნიკის მოსასმენად თავისუფლების მოედანზე ადამიანი.
თუ აქ ვიკრიბებით იმისთვის, რომ პრეტენზია გვაქვს ხელისუფლებასთან, რომელიც აფორმებს ისეთი ტიპის ხელშეკრულებას, რომელიც ეროვნულ ინტერესებს თმობს და ჩვენ ამას ვადასტურებთ, მაშინ გაუგებარია რატომ უნდა გვინდოდეს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მომენტში ამ ადამიანების მოსმენა.
არ ვაპირებთ იმ მიმართულებით დავიძრათ და ხელი შევუშალოთ.
ჩვენ ამ ნაწილში არ ვიბრძვით ხელისუფლებასთან, რევოლუციის მოსაწყობად აქ არ ჩამოვსულვართ. პრეტენზია მიმართულია ხელისუფლებისკენ და ჩვენ როგორც საზოგადოება ვერ მივალთ მათ მოსასმენად თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება და დამოუკიდებლობა''- ამბობს გოლეთიანი.
''ნამახვანჰესის'' მოწინააღმდეგეები ხვალ კიდევ ერთ აქციას გამართავენ, შემდეგ კი დედაქალაქიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ.