გაზიფიცირების პრობლემა

25 მაისი 2021, 14:25 917 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ სიმონეთის და მახოს მოსახლეობამ  საპროტესტო აქცია გამართა. მოქალაქეები სოფლების გაზიფიცირებას  ითხოვენ.  

მოქალაქეებთან ერთად  საპროტესტო აქციაზე ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებიც იმყოფებოდნენ. ისინი ამბობენ, რომ გაზიფიცირებისთვის 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, პროცესი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო და თან  სამუშაოები ხარვეზებით არის შესრულებული. 

ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს საქართველოს გაზის კომპანიასთან კიდევ ერთხელ უშუადგომლებენ,  საქართველოს გაზის კომპანიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბარში კი განმარტავენ,  რომ  სოკარ გაზთან მიმდინარეობს  მოლაპარაკებები და წლის ბოლომდე მოსახლეობის გაზიფიცირება მოხდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში