,,უკვე სერიოზული კითხვები ჩნდება, რა არის ამ აქციების რეალური მიზანი, აქ მეტი საჯარო განცხადებები უნდა გაკეთდეს აქციის ორგანიზატორების მხრიდან - ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი "რიონის მცველების" სამოქმედო გეგმას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ფიქრობს, რომ დიალოგი არ უნდა გასცდეს ენერგეტიკის დარგზე საუბარს და "რადიკალიზმში არ უნდა გადავიდეს".
"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ კი მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს მოუწოდა, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებს არ შეუერთდნენ.