პირველი ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვარს ხსნის

25 მაისი 2021, 12:40 2033 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება.

საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის და პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში. 

ასევე მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის პასუხით, თუმცა ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულები იქნებიან მომდევნო 72 საათი განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ ტესტირება. 

''რეკომენდაციაა გაცემული, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც'' - განაცხადეს საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში