მმართველი გუნდის წევრები დარწმუნებულები არიან ნამახვანჰესის სტრატეგიულობაში და ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობის აუცილებლობაშიც. მთავრობის წევრებისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი აქციის მონაწილეებისგან. პრემიერმა დღეს თქვა, რომ ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც კანონს დაარღვევს შესაბამისი რეაგირება იქნება. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით კი, მსგავსი აქციები მიუთითებს იმაზე, რომ მმართველმა გუნდმა რესურსი ამოწურა. აცხადებენ, რომ დიალოგის ნაცვლად მოქალაქეების მიმართ საპოლიციო ძალას იყენებენ.