ისრაელი კოვიდ-შეზღუდვებს აუქმებს

24 მაისი 2021, 14:01 2075 ნახვა

პირველი ივნისიდან ისრაელი „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ  ყველა შეზღუდვას მოხსნის. ახალი რეგულაციის თანახმად, ისრაელი აღარ შეზღუდავს გარკვეულ ადგილებში მოქალაქეების შესვლას, რაც მანამდე ნებადართული იყო მხოლოდ „კოვიდ-19“-ზე აცრილი ადამიანებისთვის.

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტეინმა აღნიშნა, რომ შენობებში ნიღბების ტარების მოთხოვნა დარჩება მინიმუმ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.პირველი ივნისის შემდეგ ისრაელის მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთები სხვადასხვა ადგილას შესასვლელად. მაღაზიებში, რესტორნებსა და სხვა ადგილებში კი ნებისმიერი მასშტაბის შეკრებები იქნება შესაძლებელი.

ამ დროისთვის ისრაელში „კოვიდ-19“-ის 510 აქტიური შემთხვევაა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ უკვე მიიღო ვაქცინის ორივე დოზა, ხოლო 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების 92 პროცენტი სრულად არის აცრილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი