აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე აქტიურად აგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას.
თეთროსანი-ზედა ხუცუბანის საავტომობილო გზის 1973 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. რეაბილიტირებული გზა დაუკავშირდება ხუცუბნის, სოფელ ქობულეთის და გვარის ადმინისტრაციულ ერთეულებს.