კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები

22 მაისი 2021, 12:15 1160 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლის ღონისძიებების გატარების შედეგად, გამოვლენილი იქნა კანონმდებლობის დარღვევის რამოდენიმე ფაქტი.

ტვირთის დოკუმენტური და დეტალური დათვალიერებისას, 6 სხვადასხვა კომპანიის მიერ იმპორტირებული, დაახლოებით 467 ათასი ლარის  ჰიგიენის ნაწარმი, არ წარმოადგენდა 3 წლამდე ასაკის ჩვილ ბავშვთა მოხმარებისათვის განკუთვნილ საქონელს.

ტვირთის დეკლარირება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელის თავიდან არიდების მიზნით. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში