ევროკავშირში ციფრული კოვიდსერტიფიკატების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს

21 მაისი 2021, 23:43 1172 ნახვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მხარი დაუჭირა.

სერტიფიკატი, ძალაში პირველი ივლისიდან შევა. დოკუმენტი როგორც ციფრულ, ასევე ბეჭდურ ფორმატში იქნება. ის QR-კოდს შეიცავს და მისი აღება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.

სერფიტიკატში აისახება ჩატარებული აცრების, ტესტებისა და კორონავირუსისგან განკურნების შესახებ ინფორმაცია. სამოგზაურო დოკუმენტის ოფიციალური სახელწოდება კი "ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატი“ იქნება.

ვაქცინირებულად ჩაითვლება პირი, რომელმაც მედიკამენტების ევროპული სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული რომელიმე ვაქცინით ჩაიტარა ვაქცინაცია. ბარათის მოთხოვნა შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში