განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების ექსტრადიცია საფრანგეთიდან

20 მაისი 2021, 20:24 947 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით საფრანგეთიდან ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების  ექსტრადიცია განხორციელდა. საგამოძიებო უწყება ერთ-ერთს ინტერპოლის არხებით, წითელი ცირკულარით  ეძებდა  1994 წელს თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად განზრახ მკვლელობის საქმეზე. მათ მოქალაქე გაიტაცეს და თანხის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს , მას შემდეგ, კი რაც დაზარალებულის ოჯახის წევრმა განცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო შვილის გამტაცებლების ვინაობა, დანაშაულში მხილების შიშით თანამზრახველები მალულად შევიდნენ საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 3 ადამიანი გარდაიცვალა. მეორე სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულის თ.ჟ.-ს ძებნას ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვის და გასაღების ფაქტზე განხორციელებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი