ქედაში, სოფელ ზვარესთან ავარია მოხდა - არიან დაშავებულები

20 მაისი 2021, 16:12 6050 ნახვა

ქედაში, სოფელ ზვარესთან ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გასწრებას ცდილობდა, რა დროსაც, მოპირდაპირედ მომავალ სატვირთოს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა ორი მგზავრი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში