საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე - სუსი

19 მაისი 2021, 16:38 1486 ნახვა

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს,  რათა გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

"2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ, ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური და დამნაშავეობრივი სახე. აღნიშნულმა უკიდურესად დააზიანა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების გარემო და კიდევ ერთხელ წარმოჩინა ოკუპაციის მძიმე შედეგები.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით კვლავ არ დასჯილან.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს რათა დანაშაულის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე"- წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი