„სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 21 მაისიდან, აცრები კი 24 მაისიდან დაიწყება

19 მაისი 2021, 16:17 1100 ნახვა

„სინოვაკით“ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი პარასკევს, 21 მაისს ამოქმედდება. მისი გამოყენება კი ორშაბათიდან 24 მაისიდანაა დაგეგმილი.

პაატა იმნაძის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესში 100 000 დოზა 18-წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი.

მისივე თქმით, "სინოვაკი" 32 ქვეყანაშია ავტორიზებული. იმნაძე ამბობს, რომ აღნიშნული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მიიღებს. მან ჯანმოს პირველადი ექსპერტთა ჯგუფის შეფასება უკვე გაიარა.

იმნაძის განმარტებით, აღნიშნულ ვაქცინას გვერდითი მოვლენები მინიმალურად და მსუბუქი ფორმებით ახასიათებს.

„სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩინურმა მხარემ საქართველოს საჩუქრად გადმოსცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი