ვახო სანაიას საქმის სასამართლო

19 მაისი 2021, 14:03 646 ნახვა

„ვახო სანაიაზე ვაჟა გიგაური წიხლებით შედგა, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩხუბში ჩაერთნენ, ხელებით, ფეხებით, გინებით” - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე მოწმემ - გიორგი რამაზაშვილმა განაცხადა. ის იმ ავტომანქანას მართავდა, რომელშიც ვახო სანაია ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მოწმემ ადვოკატების მიერ ჯვარედინი დაკითხვისას დააზუსტა, რომ კონფლიქტში მონაწილეებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ერთერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული საქმე თითიდან გამოწოვილია, სანაიას პროფესიულ დევნას ადგილი არ ჰქონია და კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.

ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე მოწმეები იკითხებიან.  პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარას ედავებიან სამ ბრალდებულს. ტელეწამყვანზე თავდასხმა თებერვალში მოხდა. ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი