ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფესთან ერთად საერთაშორისო ტურიზმის გამოფენას გახსნის, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და კონგრესის თავმჯდომარესთან.
საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე საქართველო მიწვეული ქვეყანაა და გამოფენას დაესწრება 30-მდე ქვეყნის ტურიზმის მინისტრი. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ესპანეთის სამეფოში ორდღიანი ვიზიტი აქვს.