ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის

18 მაისი 2021, 16:23 3478 ნახვა

ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში პარტიის სახელით წარმოდგენილი არ იქნება, რადგან მან „ევროპული საქართველოს“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ტარიელ ნაკაიძეს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

"ველოდებოდი პარტიის გადაწყვეტილებას, თუ ისინი მიიღებდნენ შესვლის გადაწყვეტილებას მე ამ შემთხვევაში "ევროპული საქართველოს" წარმოვადგენდი პარლამენტში. რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ვფიქრობ, რომ პრინციპული და სწორი გადაწყვეტილებაა გადავწყვიტე პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გავაგრძელო. 

ეს განპირობებული იყო ჩემი ბეგრაუნდიდან, საქმიანობიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ უმცირესობის უფლებების დაცვა მოხდეს საპარლამენტო დონეზე და ამ კუთხით მიმაჩნია, რომ ჩემი მუშაობა იქ მეტად მნიშვნელოვანია.

შევეცდები, მაქსიმალურად წარმოვადგინო ის თემები, რომელიც აქამდე სამწუხაროდ, ნაკლებად განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში"-განაცხადა აჭარის მაუწყებელთან ტარიელ ნაკაიძემ.

ტარიელ  ნაკაიძე „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეხუთე ნომერი იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში