საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Flynas-მა რეგულარული რეისები განაახლა.
პირველი რეისი კომპანიამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქალაქ ჯედადან განხორციელდა, რომელსაც 115 მგზავრი ჩამოჰყვა.
სულ საქართველოში საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან რიადიდან, ჯედადან და დამამიდან განხორციელდება რეგულარული ფრენები.